გიგა ბოკერია - არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც ე.წ. 40%-იან ჩამკეტს ეხება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში, მათთვის ერთი ბუნდოვანებაა ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია სად მიდის და რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება ის ხმები, რომელიც მაღალი მხარდაჭერის პარტიას გარკვეული ოდენობის მანდატების შემდეგ აკლდება.

„როცა გავიგეთ, რომ თბილისს აშკარად აკლდებოდა არასამართლიანად ამომრჩევლების რაოდენობიდან გამომდინარე ადგილი, კარგია, რომ ეს საკითხი მოგვარდა. თვითონ ბლოკების საკითხს რაც შეეხება, უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ არის არსებითი საკითხი და ამიტომ „ევროპული საქართველო“ ამ საკითხზე არ ვაპირებთ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ. როგორც შემოგვთავაზეს იყოს ასე. არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც შეეხება ე.წ. 40% -იან ჩამკეტს. გაუგებარია სად მიდის, რომ აკლდება ის ხმები. რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება. მაგრამ მაინც არსებითია, რომ შეთანხმება ყველა მიმართულებით შესრულდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი გუშინ დარეგისტრირდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა