თეა წულუკიანი - მენეჯერებმა სახლში მომუშავე თანამშრომელს უნდა აუხსნან, რომ სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში ან სხვა ქალაქში ყოფნას

თითოეულმა მენეჯერმა სახლში მომუშავე თანამშრომელს უნდა აუხსნას, რომ სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში ან სხვა ქალაქში ყოფნას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ შეხვედრა გაიმართა იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მენეჯერებთან, სადაც ონლაინ მუშაობის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა.

„გუშინ გვქონდა შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს სისტემის 30-მდე მთავარ მენეჯერთან, როგორც სსიპ-ებში, ასევე სამინისტროს აპარატში, პენიტენციურ სამსახურში და სხვადასხვა ღონისძიება დავგეგმეთ. ერთ-ერთი არის სწორედ ის, რომ დღეს, დღის ბოლომდე გამოიკვეთოს ის საქმიანობები, რომლის განხორციელებაც სახლიდან არის შესაძლებელი. ამ საქმიანობების განსაზღვრის შემდეგ ძალიან მარტივად იქნება შესაძლებელი, რომ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მოცემულ საქმიანობას ახორციელებს, ინსტრუქცია მივცეთ, რომ ის სამუშაო ადგილას აღარ გამოცხადდეს და თავის უფლებამოსილება სახლიდან განახორციელოს. ასევე, გუშინ გაიცა ინსტრუქცია იმაზე, რომ თითოეულმა მენეჯერმა სახლში მომუშავე თანამშრომელს უნდა აუხსნას, რომ სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში ან სხვა ქალაქში ყოფნას, ვიდრე ეს არის მისი სამუშაო ადგილის დასახლებული პუნქტი. მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ვისაც ეს შეეხება, სამუშაოს შეასრულებს სახლიდან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო