ნათია თურნავა - დავრწმუნდით, რაოდენ სენსიტიურია ჩვენი ვალუტა, გაცვლითი კურსი და ზოგადად ფინანსური ბაზარი სხვადასხვა მოლოდინის მიმართ - ამ გამოწვევას ჯანსაღი ეკონომიკით ვხვდებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლარის კურსზე ნეგატიური მოლოდინების მოკლევადიანი ზეგავალენაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ საქართველო კორონავირუსის გამოწვევას მყარი ეკონომიკით ხვდება.

„ჩვენ ყველა უკვე დავრწმუნდით, რაოდენ სენსიტიურია ჩვენი ვალუტა და გაცვლითი კურსი და ზოგადად ფინანსური ბაზარი სხვადასხვა სახის მოლოდინების მიმართ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადდა პანდემია. შესაბამისად, ეს აისახება გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, საფინანსო ბაზრებზე. ჩვენს რეგიონშიც, თუნდაც ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი რუსეთის რუბლი 16-17%-ით გაუფასურდა, რაზეც ასევე მოქმედებს, მათ შორის, სანავთობო ბაზრებზე არსებული ვითარება, იმიტომ, რომ ეს არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანა. თურქული ლირა იწყებს გაუფასურებას, 3%-ით მოხდა გაუფასურება. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის პირველ რიგში, ნეგატიური მოლოდინების გარკვეულწილად სპეკულატიური მოკლევადიანი ზეგავლენა. რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგან პანდემია არის მსოფლიოში გამოცხადებული, თუმცა ისევ და ისევ ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა. თუ ვისაუბრებთ კონკრეტულად ჩვენი ეკონომიკის მზადყოფნაზე, კარგი არის ის, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ვხვდებით ძალიან მყარი, ჯანსაღი ეკონომიკით. იანვრის შედეგებს შეგახსენებთ, როდესაც ტურიზმი უპრეცედენტოდ 19%-ით გაიზარდა და ასევე ექსპორტიც იყო მზარდი. რა თქმა უნდა, თანდათან ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ დინამიკა დაიკლებს იმიტომ, რომ უკვე თებერვალში ტურისტების რაოდენობა პრაქტიკულად კლებაში გადავიდა და ეს ასეც მოხდება და ეს ჩვენი ერთობლივი შეთანხმებული პოლიტიკის შედეგია,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირებულიყო, თუმცა რა თქმა უნდა, ვერავინ გათვლიდა, რომ მსოფლიო დადგებოდა კორონავირუსის გამოწვევის წინაშე.

„ჩვენ გვქონდა მოლოდინი იანვრისა და 2019 წლის შედეგებზე დაყრდნობით, რომ წელს გვექნებოდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამის ყველა წანამძღვარი გვქონდა. რა თქმა უნდა, ვერავინ გათვლიდა, რომ მსოფლიო აღმოჩნდებოდა კორონავირუსის გამოწვევის წინაშე, რომელიც სხვადასხვა შეფასებით, 50 მილიარდზე მეტ ზარალს მოუტანს გლობალურ ვაჭრობას. ჩვენ ვართ ლიბერალური ქვეყანა, სადაც ვაჭრობა და საექსპორტო ბაზრები თამაშობს დიდ როლს, მაგრამ ისევ ვამბობ, ჩვენ წინასწარ ვხედავთ ამ პრობლემებს და ვხდებით ამას მომზადებულები. რა თქმა უნდა, პროგნოზი არ იქნება ისეთივე მაღალი, როგორიც იყო აქამდე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ნეიტრალიზაცია მოვახდინოთ ამ საფრთხის,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო