ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტყიბულში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას გეგმავს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

„გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტი ითვალისწინებს ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. იგეგმება - ორფენიანი ასფალტის საფარის და გარე განათების მოწყობა, საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, 3 მლნ ლარია“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტი დაახლოებით 14 თვის ვადაში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია