პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ საბურთალოს რაიონული ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ საბურთალოს რაიონული ოფისი გახსნა, სადაც ადგილობრივი გუნდი და ოფისის ხელმძღვანელი კახა გიორგაძე წარადგინეს.

პარტიის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამოიყვანონ ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც „მთავრობამ მიიყვანა“.

„საბურთალოს ოფისი მე-13-ე ოფისია. ვაგრძელებთ ოფისების გახსნას, მაგრამ მაქსიმალურად შევამცირებთ ხალხის მოწვევას და შესაბამისად, იქნება ეს იმ რეჟიმში, რომელიც ნაკლებ ზიანს მიაყენებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება და არა მარტო ჩვენი ქვეყანა. მინდა პარტიის მხარდამჭერებს მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის, იმ ენთუზიაზმისა და პროგრამებში ჩართვისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ვამუშავებთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც, სამწუხაროდ, ამ მთავრობამ მიიყვანა. გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შევქმნათ ძლიერი ეკონომიკა. აღარ ვლაპარაკობ ისეთ პრობლემებზე, როგორც არის ბავშვთა შიმშილიანობა, მოხუცთა დაუცველება. გვაქვს პროგრამა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აღარ მოგვცემს საშუალებას ვისაუბროთ, რომ საქართველო წყლით უხვი ქვეყანაა და რომელიღაც სოფელში არაა წყალი, არ არის ნორმალური სერვისები და სამედიცინო დაწესებულებები. ეს თემები საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. უნდა გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი ქვეყანა, უნდა გავხდეთ რეგიონში ყველაზე მაგარი ეკონომიკა. ამის შანსი გვაქვს, რესურსი არსებობს და ამის გამკეთებელი გუნდი თქვენთან ერთად არსებობს როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს