მამუკა ხაზარაძე - საჭიროა მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი შეიქმნას, რომელიც ქართულ ეკონომიკას ამ გამოწვევას გადაატანინებს

ამ მდგომარეობაში სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის ჩართულობით, საჭიროა შეიქმნას 1-მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი, რომელიც გადაატანინებს ქართულ ეკონომიკას ამ გამოწვევას,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ქართულ ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენებთან დაკავშირებით საუბრისას საბურთალოს რაიონული ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ისეთ ინდუსტრიებს, რომელთაც საგადასახადო სიმძიმე ყველაზე უფრო ემუქრება, საგადასახადო შეღავათები უნდა დაუწესდეს.

„ეროვნულმა ბანკმა, კომერციულმა ბანკებმა სასწრაფოდ უნდა შეადგინონ სპეციალური გეგმა, უნდა მოხდეს ყველა იმ ინდუსტრიის აღრიცხვა, რომელიც მიიღებს პირველ ეკონომიკურ დარტყმას და შესაბამისად, უნდა მოხდეს საკმაოდ სერიოზული რეფინანსირებისა და სერიოზული შეღავათების პაკეტის დადება. ამ მდგომარეობაში სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის ჩართულობით, ჩვენ ვფიქრობთ, საჭიროა შეიქმნას 1 მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი, რომელიც გადაატანინებს ქართულ ეკონომიკას ამ გამოწვევას, უნდა ვეცადოთ ნაკლები ზარალით და პრობლემებით გადავაგოროთ ეს გამოწვევა. ასევე ჩვენი წინადადებაა, რომ შევიდეს საკანონმდებლო ინიციატივა და ისეთ ინდუსტრიებს, რომელთაც ყველაზე უფრო ემუქრება საგადასახადო სიმძიმე, მათთვის მოხდეს საგადასახადო შეღავათების შემოტანა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედია, მთავრობაც ფიქრობს ამაზე და ველოდებით მათ ნაბიჯებს, რადგან დღეს, ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ, რათა ეკონომიკა არ ჩამოიშალოს და არ დაზარალდეს ჩვენი სხვადასხვა ბიზნესინდუსტრია“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
დედამიწის დღე 2021: დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენის უპრეცედენტო შესაძლებლობა
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა