მამუკა ხაზარაძე - ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვაზე უნდა ვიფიქროთ

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში ელექტრონული არჩევნების მოდელის დანერგვა უნდა მოხდეს.

მისი თქმით, არჩევნების ეს ფორმა შედეგების გაყალბებას გამორიცხავს და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს პანდემია გაივლის, და კაცობრიობა ამას დაამარცხებს, უნდა ვიფიქროთ ელექტრონული არჩევნების სისტემაზე. 21-ე საუკუნეა და ყველა თანამედროვე მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ადამიანებს შეეძლოთ თავისი ხმების ელექტრონულად დაფიქსირება. ამის შედეგად უზარმაზარ საშუალებას მივცემთ ჩვენს ემიგრაციას და ვფიქრობ, დარჩენილი დრო საკმარისია. ელექტრონული არჩევნები ბევრ ქვეყანაშია ადაპტირებული და დროა ჩვენც ეს დავნერგოთ. ეს გამოიწვევს ხმების გაყალბების გამორიცხვას, გამოიწვევს არჩევნებში მაქსიმალურ ჩართულობას და ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი ამომრჩევლის ინტერესი მაქიმალურად იქნება ასახული“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მისი პარტია მუშაობას ონლაინ რეჟიმში აგრძელებს და საქართველოს მთავრობამაც უნდა იზრუნოს, რომ ელექტრონულ მოდელზე გადავიდეს.

„ჩვენი პარტია მაქსიმალურად გადადის ონლაინ რეჟიმში. ჩვენ გვექნება საკაოდ სერიოზული პროგრამები და ამას გავაკეთებთ ონლაინ სივრცეში და მაქსიმალურად შევამცირებთ ნებისმიერ თავშეყრას და ყველაფერი გვექნება მიმართული იმისკენ, რომ კონტაქტები ადამიანთა შორის დავიყვანოთ ელექტრონული საშუალებებით.

მთავრობამ უნდა იფიქროს, რომ სასწრაფოდ გადავიდეს ელექტრონული მთავრობის მოდელზე და შემუშავდეს ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც ადაპტირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და დროა ეს ჩვენთანაც დაინერგოს“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა