რომან გოცირიძე - ირაკლი კობახიძეს ყოველთვის ეშლება არითმეტიკა

ირაკლი კობახიძეს ყოველთვის ეშლება არითმეტიკა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება" 90-მდე მანდატს აიღებს. გოცირიძის თქმით, კობახიძე ამ განცხადებით მმართველი პარტიის მომხრეების შეგულიანებას ცდილობს, თუმცა ეს „ფუჭი ფსიქოთერაპიაა".

ირაკლი კობახიძეს ყოველთვის ეშლება არითმეტიკა. 90 მანდატი ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს? ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" პროპორციულ ნაწილში აიღებს 50%-ზე მეტს? 120 - ის 50% არის 60 მანდატი. ამას რომ დავუმატოთ ყველა მაჟორიტარული ოლქი, გამოდის 90 მანდატი. ანუ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია იმაზე მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე 2016 წლის არჩევნებზე მიიღო. ამას ხომ ყველაზე გულუბრყვილო ადამიანიც კი არ დაიჯერებს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბაქი-ბუქი და საკუთარი მომხრეების შეგულიანება. კობახიძეს უნდა, „ქართული ოცნების" მომხრეები გაამხნევოს, მაგრამ ეს ძალიან ფუჭი ფსიქოთერაპიაა. "ქართულ ოცნებას" ვერავითარი გამამხნევებელი მოწოდება ვერ უშველის. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მათი მაქსიმალური ჭერი 30%-ია,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა