საქართველოს საგარეო უწყება საზღვრის კვეთაზე დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

​კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საზღვრის კვეთისას შეზღუდვებს დამატებით 4 ქვეყნიდან მომავალი მგზავრებიც დაექვემდებარებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:

ეს ქვეყნებია ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული მაღალი რისკის სახელმწიფოები: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და დამატებით ის ოთხი ქვეყანა, სადაც მაღალია და სწრაფად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები - ესპანეთის სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქებს მოუწოდებს, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის არსებობის პირობებში, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში და ასევე იმ ქვეყნებში სადაც იზრდება დაინფიცირების შემთხვევები.

„ამასთან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, იტალიის რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიის რესპუბლიკაში და საფრანგეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებისას ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიურ შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა,კორეის რესპუბლიკა,იტალიის რესპუბლიკა,ირანის ისმალური რესპუბლიკა და ის ქვეყნები, სადაც მზარდია დაინფიცირების დინამიკა - (საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, ავსტრიის რესპუბლიკა) გავლით:

ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ან წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა