ჩინეთი აშშ-ის კრიტიკას პასუხობს და ვაშინგტონს ურჩევს, ენერგიის კონცენტრაცია კორონავირუსთან ბრძოლაზე მოახდინოს

ოფიციალური პეკინი ამერიკელი მაღალჩინოსნის, რობერტ ო’ბრეინის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც დონალდ ტრამის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებები „ამორალური და უპასუხისმგებლოა“.

„ჩვენ ვისურვებდით, რომ შტატების ზოგიერთ ოფიციალურ პირს თავისი ენერგიის კონცენტრაცია ვირუსის გამკლავებაზე მოეხდინა და არა ჩინეთის დადანაშაულებაზე“,-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, გენგ შუანგმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, რობერ ო’ბრეინმა განაცხადა, რომ „ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვამ, მსოფლიოს ორი თვე დააკარგინა, რომ საპასუხო ზომები მიეღო“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს