გიგა ბოკერიას განცხადებით, კორონავირუსის გამო ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, კორონავირუსის გამო, ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში დაგვიანებამ შეიძლება უაზრობა გახადოს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა მომავალში.

„ჩვენ გვესმის ყოველთვის ივანიშვილის გუნდისგან ის, რომ გლობალური პროცესები, რეგიონალური პრობლემები, ათასი ამბავი უშლით ხელს. დიახ, ასეა ზოგჯერ, ამჯერად კი ნამდვილად ეპიდემიაა დიდი ფაქტორი ამ მყისიერი საფრთხის. მაგრამ მთავრობები ქვეყანას იმისთვის ჰყავთ, რომ ირეაგირონ ასეთ გამოწვევებზე და სწორედ ასეთ სწრაფ რეაგირებას ვთავაზობთ ჩვენ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად, სასწრაფოდ დააწესოს საგადასახადო შეღავათები, გააუქმოს ის რეგულაციები, რომელიც ზღუდავს ბიზნესს, გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, შეამციროს ქონების და საშემოსავლო გადასახადები, აქციზი, რაც ლარის კურსის დასტაბილურებასა და შესაბამისად, ფასების გაძვირების კონტროლში დაეხმარება ქვეყანას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა