სოფო კილაძე - კრიტიკის ნაწილში ენჯეოების პოზიციაა გადმოცემული და არა სახელმწიფო დეპარტამენტის - სამწუხაროდ, ჩვენთან ენჯეოების ნაწილი ბათუ ქუთელიობის გზას ადგას

ენჯეოების პოზიციაა გადმოცემული და არა თავად სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია კრიტიკის ნაწილში. ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან ენჯეოების ნაწილი ბათუ ქუთელიობის გზას ადგას, ესეც არ არის ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ანგარიშში პოზიტიური შეფასებებიც ბევრია, ხოლო კრიტიკას ხელისუფლება აღიქვამს, როგორც მეგობრების მოსაზრებას.

„ამ ანგარიშს, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ანგარიშს ჩვენ ბუნებრივია, დიდი გულისყურით ვეკიდებით და ამას აღვიქვამთ როგორც მეგობრის პოზიციას, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა კიდევ მეტად განვითარდეს, ვიდრე ჩვენ მას მივაღწიეთ. არის ცალსახად დადებითი მომენტი და ბევრი დადებითი მომენტი, მაგალითად, ბავშვის უფლებათა კოდექსი, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის კანონი, სამართალდამცველების მიერ გადადგმული ნაბიჯები იგივე 20 ივნისთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი პოზიტიური მომენტია, რომელზეც ბევრი შემიძლია ვისაუბრო. თუმცა, რა თქმა უნდა, არის კრიტიკაც, რომელსაც ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები გავითვალისწინოთ, რაც შეიძლება რომ გავითვალისწინოთ. თუმცა, აუცილებლად უნდა იყოს ხაზგასმული, რომ თავად ანგარიშშია პირდაპირ მითითებული და ციტირებულია ენჯეოების და ოპოზიციის პოზიცია. ანუ მათი პოზიციაა გადმოცემული და არა თავად სახელმწიფო დეპრატამენტის პოზიცია კრიტიკის ნაწილში. ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან ენჯეოების ნაწილი ბათუ ქუთელიობის გზას ადგას, ესეც არ არის ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არ არის რა თქმა უნდა, აშშ-ის თავსატეხი, რომ ჩვენთან სამოქალაქო სექტორის რაღაც ნაწილი მიკერძოებულია, ეს უფრო ჩვენი თავსატეხია, რომ ჩვენ იმდენად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამოქალაქო აქტივობები და იმდენად უნდა იყოს ძლიერი სამოქალაქო ენჯეოები, რომლებიც ობიექტურად აკრიტიკებენ ხელისუფლებას და არა როგორც კოლექტიური ბათუ ქუთელიები. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი გამოწვევაა", - განაცხადა კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა