„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს

პარტია „ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. როგორც პარტიის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო განხილვები „ევროპული საქართველოს" მონაწილეობის გარეშე ჩაივლის, თუმცა ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, რათა შეთანხმების რეალიზაცია მოხდეს. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს „ევროპული საქართველოს" კონსტიტუციური კანონის პროექტს პირველი მოსმენისას, თუ კონკრეტული პირები პატიმრობიდან არ გათავისუფლდებიან, ჭიაბერაშვილმა უპასუხა, რომ ჰიპოთეტურ მსჯელობაში არ შევა.

„ევროპული საქართველო“ ყველა იმ ფორმალურ პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეთანხმების რეალიზაცია მოხდეს, საკონსტიტუციო კომისია იქნება ეს თუ სესიაზე საკითხის გამოტანა. რაც შეეხება საერთო სახალხო განხილვებში მონაწილეობას, ამის მიზანშეწონილობას ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ 20 ივნისიდან მოყოლებული მთელი საქართველო ითხოვს პროპორციულ არჩევნებს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რა არის ხალხთან განსახილველი, როდესაც საზოგადოებისგან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს განხილვები ჩატარდება, მაგრამ „ევროპული საქართველო" მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ იმ ფორმალურ პროცედურებში, კენჭისყრის ჩათვლით, რაც აუცილებელია შეთანხმების რეალიზაციისთვის,"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს