დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ  ბანკებმა საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება უნდა უზრუნველყონ

პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, ბანკებმა საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება უნდა უზრუნველყონ.

მისი შეფასებით, თუ მთელი სახელმწიფო ერთიან პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალი იქნება.

„ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება. ექიმები აბსოლუტურად ლეგიტიმურად გვაფრთხილებენ სახლიდან არ გამოხვიდეთო,მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი?! მითუმეტეს, რომ ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, საკვებიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკით დასრულებული, ბაზრობიდან მარაგდება. თითო ბაზრობაზე კი, მინიმუმ 10-15 ათასი ადამიანია, მარტო მომსახურე პერსონალი. ამიტომ ვამბობ, კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან, საჭიროა შეჩერდეს ყველას ვალდებულება, ყველას წინაშე, მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე. და ეს პირველ რიგში ბანკებს ეხება. ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება, რადგან სწორედ ბანკების პროცენტების სახდელად გამოდიან ადამიანები ქუჩაში.

მოკლედ, თუ მთელი სახელმწიფო მანქანა ერთიან პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ეკონომიკური კოლაფსი უბრალოდ გარდაუვალი იქნება. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ არავის თავში არ მოსვლია აზრად არც ის, რომ ამ მრავალათასიან ბაზრობებზეც მოეწყოთ ისეთივე სპეციალური შესამოწმებელი პუნქტები, როგორიც აეროპორტებში, სახელმწიფო დაწესებულებებშია. ასევე, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე მსგავსი ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოები“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა