ევროკავშირი გმობს აშშ-ის მიერ შენგენის ზონის ქვეყნებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და მას ცალმხრივ გადაწყვეტილებად აფასებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი და ევროკავშირის საბჭოს ლიდერი ჩარლზ მიშელი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება ეხება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ შენგენის ზონის ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესებას კორონავირუსთან დაკავშირებით.

„ევროკავშირი გმობს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, აკრძალვა დააწესოს მოგზაურობაზე, იყო ცალმხრივი და მიღებულ იქნა კონსულტაციების გარეშე. ევროკავშირი მძლავრ ნაბიჯებს დგამს, რომ შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელება. კორონავირუსი გლობალური კრიზისია. მის დაძლევას თანამშრომლობა უფრო სჭირდება ვიდრე ცალმხრივი ქმედებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შენგების ზონის ქვეყნებიდან ავიამიმოსვლაზე დროებითი აკრძალვა დაწესდა. ცნობისთვის, აკრძალვა არ დაუწესდა დიდ ბრიტანეთს, რამაც მედიის ცნობით, ევროპელი ლიდერების დაბნეულობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: ევროკავშირი გმობს აშშ-ის მიერ შენგენის ზონის ქვეყნებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და მას ცალმხრივ გადაწყვეტილებად აფასებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა