ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების გამო და საქართველოს მთავრობის მიერ საჯაროდ გაცხადებული რეკომენდაციების შესაბამისად ექსპერტიზის ბიურო მიმდინარე წლის პირველ აპროლამდე ალკოჰოლური თრობის განსაზღვრას უზრუნველჰყოფს მხოლოდ სისხლის ანალიზის მეთოდით. ამის შესახებ „ინტრეპრესნიუსს“ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კვლევისთვის სისხლის ნიმუშის ასაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ კლინიკებს:

შპს. „აკად.ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი (ქ.თბილისი); შპს „ჯეო ჰოსპიტალი“ გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი (ქ.გურჯაანი) ; შპს „ჯეო ჰოსპიტალი“ დუშეთის სამედიცინო ცენტრი (დუშეთი) ; სს. „ქ.რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“ (ქ.რუსთავი) ; შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ მესტიის საავადმყოფო (მესტია); შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ ხაშურის საავადმყოფო (ქ.ხაშური); შპს „მედალფა“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი (ქ.ოზურგეთი); შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ასპინძა (ქ.ასპინძა);შპს „ო.ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალ.ო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი“ (ქ. ქუთაისი) ; შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ (ქ.ბათუმი) ; სს ქ. ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „ რესპუბლიკა“ (ქ.ზუგდიდი) ; შპს „არქიმედეს კლინიკა“ ლაგოდეხი (ქ.ლაგოდეხი) ; შპს „არქიმედეს კლინიკა“ სიღნაღი (ქ.სიღნაღი) ; შპს „არქიმედეს კლინიკა“ სენაკი (ქ.სენაკი); სს-საჩხერის რაიონული საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანება (ქ.საჩხერე)

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ღონისძიებების ფარგლებში ბიუროს ნარკოლოგიური განყოფილებები მიმდინარე წლის 1 აპრილამდე წყვეტენ 24 საათიანი მომსახურებას და სამუშაო საათები განისაზღვრება სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) 09.00 საათიდან -18.00 საათამდე.

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მიმდინარე წლის 1 აპრილამდე ბიუროს სერვისებთან დაკავშირებით ნებისმიერ კონსულტაციას ბიურო გაწევს დისტანციურ რეჟიმში“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო