"სამოქალაქო მოძრაობა" მზად არის, კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებში  ჩაერთოს

"სამოქალაქო მოძრაობა" მზად არის ჩაერთოს კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებში, რომლის აუცილებლობასაც სახელმწიფო საჭიროდ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოძრაობა განცხადებას ავრცელებს.

"გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მედპერსონალს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც თავდაუზოგავად არიან ჩართულები ვირუსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში. ბოლო დღეებმა კარგად დაგვანახა მათი პროფესიონალიზმი, რის გამოც კიდევ ერთხელ ვუხდით ჩვენს მადლობას და მივყვებით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ისინი კვალიფიციურად გვირჩევენ. არის საკითხები, რომლებიც პოლიტიკურ დაპირისპირებას სცდება და ამ დროს უნდა დავივიწყოთ ვინ არის პოზიცია და ვინ ოპოზიცია და ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ნებისმიერ ძალას, ნებისმიერ მოქალაქეს, ყველამ ხელი შეუწყოს სახელმწიფოს ეფექტურ მუშაობას. ჩვენი მხრიდან, "სამოქალაქო მოძრაობა", ჩვენი თითოეული წევრი, მზად არის ჩაერთოს მოხალისეობრივად იმ სამუშაოებში, რომლის განხორციელების საჭიროებასაც ჩათვლის სახელმწიფო - იქნება ეს სადეზინფექციო სამუშაოებში მონაწილეობა თუ ნებისმიერი სხვა. "სამოქალქო მოძრაობა" იცავს და თქვენც გირჩევთ მიჰყვეთ ყველა იმ რჩევასა და რეკომენდაციას, რომელსაც პროფესიონალი მედპერსონალი გვთავაზობს." - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "სამოქალაქო მოძრაობა" ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა