გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

„13 მარტს 10:45-დან 17:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ცდო, დარიალი, სტეფანწმინდა, დევდორაის მთა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, თრანი, წყაროთუბანი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში მამკოდა და გლდანში სტალინის, ტაბიძის, მიქატაძის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ახალუბანი, ნავაზი, საგურამო, ნავდარაანთკარი, ახალსოფელი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა