ეკა ბესელია - ძალიან ბუნდოვანი ფორმულირებაა, რომელიც 40 პროცენტიანი ბარიერის ჩანაწერს ეხება

ძალიან ბუნდოვანი ფორმულირებაა, რომელიც ეხება 40 პროცენტიანი ბარიერის ჩანაწერს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ჩანაწერი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

"მე პირადად, ბოიკოტის რეჟიმში არ ვარ და მზად ვარ, ამ საარჩევნო ცვლილებების სრულყოფაზე ვიმუშაო. ვნახე ეს პროექტი. ერთი ძალიან კრიტიკული შენიშვნა მაქვს იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისითაც და სამართლებრივი, კანონის განჭვრეტადობის პრინციპიდან გამომდინარე, ძალიან ბუნდოვანი ფორმულირებაა, რომელიც ეხება 40 პროცენტიანი ბარიერის ჩანაწერს. იმდენად გაუმართავია ეს ტექსტი, რომ მკაფიოდ არ იკითხება აზრი, რომელიც უნდა აზღვევდეს 40 პროცენტიან ბარიერს. ამიტომ ვისურვებდი, ეს ფორმულირება გაიმართოს და დაიხვეწოს იმისთვის, რომ კანონის ერთ- ერთი მთავარი პრინციპი, რომ კანონი იყოს განჭვრეტადი და მას კითხულობდეს ნებისმიერი მოქალაქე ისე, როგორც ის იწერება. ეს ჩანაწერი იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტაციას და ამიტომ ეს აუცილებლად იქნება დასახვეწი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს