თამარ ჩუგოშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში თავისი სტილით წინა წლების ანგარიშებისგან განსხვავებული არ არის

ამ დოკუმენტის სტილია ასეთი - თავმოყრილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ფაქტები , - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიში დიპლომატიურ ენაზეა დაწერილი, ხოლო კონგრესმენებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ უფრო პირდაპირ თქვან სათქმელი. დეპუტატი ამბობს, რომ მათ კრიტიკაზე ხელისუფლების მხრიდან მათთან გაშვებული გზავნილების საპასუხოდ, ხელისუფლებამაც მიიღო გარკვეული გზავნილები.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, ჩემი აზრით, არ არის რადიკალურად განსხვავებული წინა წლების ანგარიშებიდან. ამ დოკუმენტის სტილი არის ასეთი - ის არის ფაქტებზე დაყრდნობილი სხვადასხვა წყაროებიდან მოგროვებული ინფორმაციის კომპილაცია. ანუ, მასში თავმოყრილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ფაქტები, რაც წლის განმავლობაში ხდება. ზოგადად, გზავნილებთან დაკავშირებით არაერთხელ მითქვამს, არაფრით არ შეიძლებოდა პარტნიორებთან იმ გზავნილების გაშვება, რომ პოლიტიკოსები და კონგრესმენები რას ამბობენ, ეს არის მეორეხარისხოვანი და პირველხარისხოვანია სახელმწიფო დეპარტამენტი. ამით მხოლოდ დაიმძიმა საქმე ხელისუფლებამ, როცა ეს გზავნილები გაუშვა და საპასუხო გზავნილებიც მიიღო და მათ ძალიან კარგად იციან, რაზე ვსაუბრობ და რას ვგულისხმობ. სახელმწიფო დეპარტამენტს რაც შეეხება, ისინი არიან დიპლომატები, საგარეო სამსახური და მათი, როგორც დიპლომატების ენაში, ყოველთვის იქნება აზრის დიპლომატიური გამოხატულებები, ვიდრე პოლიტიკოსების განცხადებებში. პოლიტიკოსები ყოველთვის უფრო პირდაპირ იტყვიან თავიანთ სათქმელს, მათი მანდატი ამის შესაძლებლობას იძლევა, ზუსტად ამიტომ უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს