საგარეო უწყება გუგლის რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და მის სრულ დასრულებამდე და შესაბამისი ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის ლეგალური ჩარჩო არ არსებობს ,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს, რითაც გუგლის რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთის საქართველოს ტერიტორიის სიღმეში გადმოწევას ეხმაურება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მხარე მუდამ ხელმძღვანელობს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით და ორმხრივი შეთანხმების მიღწევის აუცილებლობით.

„უკანასკნელ პერიოდში მედიის საშუალებებით და სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვით გუგლის რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთი გადმოწეულია საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში.ხსენებულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და მის სრულ დასრულებამდე და შესაბამისი ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის ლეგალური ჩარჩო არ არსებობს.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია ხანგრძლივი პროცესია: იგი წარიმართება ორმხრივ დონეზე და საჭიროებს ორი ქვეყნის შეთანხმების მიღწევას საზღვრის მთელ პერიმეტრზე.

დღის საკითხების ძირითადი ნაწილი წარმოიშვა ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს არსებული სამართლებრივი ბაზის წინააღმდეგობრივი ხასიათით, როდესაც საკავშირო რესპუბლიკების ტერიტორიების განსაზღვრა ხშირ შემთხვევაში ხორციელდებოდა ცენტრიდან სათანადო ლეგალური საფუძვლის არარსებობის პირობებში. როგორც შედეგი, არა მარტო საქართველო და აზერბაიჯანი, არამედ ყოფილი კავშირის 15-ვე რესპუბლიკა მემკვიდრეობით დადგა რთული და სენსიტიური პრობლემების მოგვარების აუცილებლობის წინაშე.

საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მხარე მუდამ ხელმძღვანელობს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით და ორმხრივი შეთანხმების მიღწევის აუცილებლობით»,-ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარშია აღნიშნული, დავით-გარეჯთან არსებული ვითარება საკმაოდ სენსიტიური და ემოციურია საზოგადოებისთვის, თუმცა პოზიტიური შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით.

„ამ მხრივ ნებისმიერი პროვოკაციული ან თუნდაც ემოციური გარემო ძაბავს ვითარებას და მეტ პრობლემას ქმნის მოლაპარაკებების პროცესში. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არსებულ მოცემულობაში თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკებები [სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე] მიმდინარეობს 1995 წლიდან და მათი დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ცნობილი გახდება'', - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გუგლის რუკებზე საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებს:

უწყების ინფორმაციით, გუგლის რუკებზე სახელმწიფო საზღვრები მოცემულია სქემატურად და მათ არ გააჩნიათ რამე სახის ლეგალური ძალა;

„გუგლის წარმომადგენელთა განმარტებით (საქართველოს დელიმიტაციის საკითხთა კომისიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის დროს) საზღვრები მათ რუკებზე არის უფრო ზოგადი - ინფორმაციული ხასიათის (მაგალითად ტურისტული მიზნებისთვის გამოსაყენებლად) და კომპანიის მიზანი არ და ვერ იქნება სახელმწიფო საზღვრის ზუსტი გამავლობის დადგენა/ასახვა;

შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია გუგლის რუკის გამოყენება სახელმწიფო საზღვრის გამავლობის იდენტიფიკაციის/განსაზღვრის მიზნით;

გავრცელებული ინფორმაციის შედეგად არ იკვეთება თუ რა რუკას იქნა შედარებული საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამჟამინდელი ასახვა, შესაბამისად ამ ასპექტში კომენტარი შეუძლებელია;

ზემოხსენებულის მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კავშირზე არიან გუგლის ადმინისტრაციასთან მოცემული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. მათი განმარტებით, შედეგებზე ფართო საზოგადოებას ეცნობება დამატებით“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა