ამირან გამყრელიძე - პირი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პაციენტი ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მეთვალყურეობის ქვეშაა.

„ბოლო მონაცემებით, გვაქვს 25 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ჩვენთან სულ, 30 იანვრიდან 577 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი ლუგარის ლაბორატორიაში და 25 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დღეს დილიდან გვქონდა 24 ნიმუში, ზოგიერთი ნიმუში, მოგეხსენებათ განმეორებით შემოდის. მიმდინარეობს კვლევები და დღეს დადასტურებულია მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა.

პაციენტი წევს ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არის მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ ჩვენი ინფექციონისტების“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა