ანგელა მერკელის პარტიის კონფერენცია, სადაც ახალი ლიდერი უნდა აერჩიათ, კორონავირუსის გამო აღარ ჩატარდება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიამ „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ 25 აპრილს დაგეგმილი კონფერენცია გააუქმა, სადაც ახალი ლიდერის არჩევა იგეგმებოდა. არსებული გადაწყვეტილება კორონავირუსის ეპიდემიის გამო მიიღეს.

„პარტიის კონფერენცია, რომელიც 25 აპრილს იგეგმებოდა, ვეღარ ჩატარდება.

„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისთვის“ ყოველთვის წესია: ჯერ ქვეყანა, შემდეგ კი პარტია. ქვეყანაში ხალხის ჯანმრთელობა ყველაზე მეტად პრიორიტეტულია“ , - აცხადებს კავშირის მოქმედი ლიდერი, ანეგრეტ კრამპ-კარემბაუერი. მან ასევე აღნიშნა, რომ ყრილობა მაშინ ჩატარდება, როცა შესაბამისი სიტუაცია დადგება.

კრანპ-კარენბაუერი გერმანიის კანცლერის შემცვლელად განიხილებოდა, თუმცა თებერვალში განაცხადა, რომ მომავალ წელს კანცლერის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, ამასთან მან პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს