კანადის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო კორონავირუსის რისკის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაცია მისმა ადმინისტრაციამ დაადასტურა.

როგორც BBC წერს, პრემიერის მეუღლეს, სოფი გრეგუარს, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, ვირუსის მსუბუქი სიმპტომები დაეწყო. წყვილს კორონავირუსზე შემოწმება ჩაუტარდა და ვიდრე ტესტის პასუხი ცნობილი გახდება, ისინი სახლში თვითიზოლაციაში დარჩებიან.

თავად პრემიერს კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს. გავრცელებული განცხადების თანახმად, ტრიუდო სახლიდან მუშაობას აგრძელებს.

ამ ეტაპზე, კანადაში კორონავირუსით ინფიცირებულია 118 ადამიანი, გარდაცვლილია 1 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 9 პირი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა