არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელს, ტიტუს კორლატეანს, კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული პოლიტიკური დიალოგი და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული კონსენსუსი იყო. კომიტეტის წევრები მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებენ და მას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ.

უწყების ცნობით, საუბრის ასევე, საარჩევნო კანონმდებლობაზე ეუთო/ოდირის რეკომენდაციებსა და სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღას შეეხო. არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის.​

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს