მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მდგომარეობის საკითხზე იმსჯელეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების, საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო შექმნილი ვითარება და ამ კუთხით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მდგომარეობის საკითხი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს და მოსაზრებები გაცვალეს სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო შემდგომი ნაბიჯების შესახებ. აღინიშნა, რომ პრიორიტეტულია დიასპორასთან მუდმივი კომუნიკაცია და ამ კუთხით, ხაზი გაუსვეს საქართველოს მისიების მიერ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და მათი მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კომუნიკაციას და შესაბამის დახმარებას.

მათივე ინფორმაციით, როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა გაითვალისწინონ და დაექვემდებარონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ნორმებს და შეზღუდვებს და მკაცრად დაიცვან ქვეყნის შიგნით მოქმედი წესები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო