ამირან გამყრელიძე -  მეც ძალიან მომწონს იტალია, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ მოგზაურობისგან, დავძლევთ ამ გამოწვევას და მერე ისევ ვიმოგზაუროთ

მეც ძალიან მომწონს იტალია, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ მოგზაურობისგან, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას და მერე ისევ ვიმოგზაუროთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო მოგზაურობებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია კიდევ ერთხელ მისცა და მოუწოდა, საზღვარზე სიმპტომები არ დამალონ.

„სიტუაცია ევროპაში და, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, მთლიანად მსოფლიოში, ჩინეთს გარეთ, უარესდება, ამიტომ ზედმეტი სიფრთხილე გვჭირდება. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ თავი შევიკავოთ საერთაშორისო მგზავრობისგან. ამას ყველას ვერ ავუკრძალავთ, თუ ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი არსებობს, შეიძლება მოგზაურობა, მაგრამ რჩევაა - თავი შევიკავოთ, პირველ რიგში, მაღალდასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობისგან, მაგრამ ყველაზე უფრო ატრაქტიული ქვეყნებია, სადაც თქვენ მოგზაურობთ, როგორიც არის იტალია. სხვათაშორის, მეც ძალიან მომწონს იტალია, ყოველთვის მომწონს იქ ყოფნა.. ასევე გერმანია, რომელიც ჩემთვის ყველაზე უფრო მშობლიურია, ასევე საფრანგეთი, შვეიცარია... მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ მოგზაურობისგან. იმედია, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას და მერე ისევ ვიმოგზაუროთ.

თუ წავედით, ჩამოსვლის შემდეგ ნუ დავმალავთ თუ გვექნა რამე სიმპტომი, როგორიც არის სურდო, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ეს განვაცხადოთ საზღვარზე, თუ გვაქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის სულ 25 შემთხვევაა დაფიქსირებული და აქედან 22 პაციენტის მოგზაურობის ისტორია იტალიას უკავშირდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს