ბრაზილიელმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტთან ერთად დგას

ბრაზილიის ხელისუფლება ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ფაბიო ვაინგარტენს, რომელიც კომუნიკაციების საკითხებში საგანგებო სამდივნოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია ბრაზილიურ პორტალ „G1“-ზე დაყრდნობით წერს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამედიცინო სამსახური კვლავაც განაგრძობს საპრევენციო ზომების მიღებას, რომელიც მიმართულია პრეზიდენტისა და მთლიანი დელეგაციის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის ლიდერს თან ახლდა ამერიკაში ვიზიტისას“, - აცხადებს პრეზიდენტის სამდივნო.

მათი ცნობით, ვაინგარტები საკუთარ სახლში სან-პაულოში კარანტინში იმყოფებიან.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ვაინგარტენს, რომელიც ამერიკაში ვიზიტისას დელეგაციაში იმყოფებოდა, ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.

გასულ შაბათს, მაღალჩინოსანმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის გვერდით დგას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს