ცესკო-მ ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით პრევენციული ღონისძიებები გაატარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გაატარა რამდენიმე პრევენციული ღონისძიება ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით; მათ შორის ცესკომ გადადო მეათე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიმდინარე წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო; ასევე გააუქმა საერთაშორისო ვიზიტები და თემატური საჯარო ღონისძიებები (ტრენინგები, სხვადასხვა შეხვედრები და ა.შ). ,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე სამსახურში არ გამოცხადდებიან პირები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადება, რაიმე სახის იმუნოდეფიციტი და ორსული ქალები.

„გარდა ამისა, გაიცა რეკომენდაცია დანარჩენი თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ რეჟიმზე გადასვლა არ ეხება ცესკოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, ცესკოს მდივანს, წევრებს და სხვა ხელმძღვანელ პირებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

ამასთან, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები, ამ ეტაპზე არ შეაფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს