„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გუკა რჩეულიშვილი დააკავეს

სამართალდამცავებმა „ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ის ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

ჩვენი ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილი გლდანის მერვე საპყრობილეშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაა, რის გამოც სასამართლომ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა