ლატვიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ლატვიის ხელისუფლებამ, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში დარჩება 14 აპრილამდე, რათა ამ პერიოდში შეიზღუდოს ვირუსის გავრცელება. პრემიერის განცხადებით, 13 მარტიდან 14 აპრილამდე, ლატვიაში იხურება ყველა სასწავლო დაწესებულება და სწავლება დისტანციურად განხორციელდება.

ასევე აიკრძალა ყველა საჯარო ღონისძიება, შეკრება, პიკეტი და მსვლელობა, რომელშიც 200 ადამიანზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დატოვონ ქვეყანა. მთავრობა სახელმწიფო საზღვრების დაკეტვას არ გეგმავს.

ამ დროისთვის, ლატვიაში კორონავირუსით 16 ადამიანია დაინფიცირებული, 200-ზე მეტი კარანტინში იმყოფება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა