დონალდ ტრამპი უშვებს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირს ამერიკაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გაუხანგრძლივოს, ან ვადაზე ადრე გაუუქმოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით 13 მარტიდან დაწესებული ევროპიდან ამერიკაში შესვლაზე 30 დღიანი აკრძალვა გაახანგრძლივოს, ან ვადაზე ადრე გააუქმოს. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარდკართან შეხვედრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, რომ გავახანგრძლივოთ. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ შეგვიძლია, მოვხსნათ აკრძალვა. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისებზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა.

ტრამპის თქმით, 30 დღის განმავლობაში ევროპელ მგზავრებს აშშ-ში შესვლის უფლებას არ მისცემენ. აღნიშნული ცვლილება პარასკევს შევა ძალაში.

დღესვე, ევროკავშირმა დაგმო აშშ-ის მიერ შენგენის ზონის ქვეყნებისთვის დაწესებული შეზღუდვები და მას ცალმხრივი გადაწყვეტილება უწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა