ნინო ზამბახიძე - ბიზნესი  მზად არის,  დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, ბიზნესს გამოწვევებზე სწრაფ რეაგირებაში დაეხმაროს

ბიზნესი მზად არის, დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, რომ ბიზნესს რა გამოწვევებიც აქვს, დაეხმაროს სწრაფ რეაგირებაში, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, კერძოდ ტურიზმს და სავაჭრო ქსელებს. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რაც აქვს ბიზნესს, კერძოდ ტურიზმს და მათ შორის სავაჭრო ქსელებს. ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება მსგავსი პრობლემების გადაჭრა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს არ გვაქვს ძალიან სახარბიელო სიტუაცია არა მხოლოდ ჩვენ, მთელს მსოფლიოში მსგავსი სიტუაციაა. თუმცა, ძალიან დამაიმედებელი არის ის, რომ ბიზნესი ყველანაირად მზად არის, დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, რომ ბიზნესს რა გამოწვევებიც აქვს, დაეხმაროს სწრაფ რეაგირებაში. მე ვფიქრობ, რომ ყველას პასუხისმგებლობაა ეს. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პრეროგატივა, კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივად ვეცდებით, რომ უახლოეს მომავალში გადავჭრათ ყველა ის გამოწვევა, რომელიც რეალურად იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა, მათი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა და ის, რომ ყველა გაუფრთხილდეს სხვა ადამიანებს, თვითიზოლაციაც დაიცვან იმიტომ, რომ ის მოქმედებს ჩვენზეც და ჩვენც რომ შევიტანოთ წვლილი ეკონომიკის განვითარებაში, მინიმუმ ჯანმრთელები უნდა ვიყოთ. ყველა უნდა იყოს მობილიზებული და მხოლოდ სახელმწიფოს იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი ჩვენს საქციელზე“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა