გიორგი ვაშაძე - ამ შეთანხმებას მხარს არ დავუჭერ, თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ მოხდება, რომელიც შეთანხმების ნაწილია

გაერთიანებულ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ორ კომპონენტიან შეთანხმებაზე „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი შეთანხმების ნაწილია და თუ ამ კომპონენტის შესრულება არ მოხდება, ის ამ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ახალი საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ვაშაძე თვლის, რომ დარეგისტრირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებიდან 40% – იანი ნაწილი ბუნდოვანია და დამატებითი მუშაობს ჩატარებას საჭიროებს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ სახალხო განხილვები ონლაინ რეჟიმში გაიმართოს.

„ცვლილებები დარეგისტრირებულია, კორონავირუსი და ეს პანდემია არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური განრიგიდან უნდა გადაიდოს ამ ცვლილების მიღება. რაღა თქმა უნდა, შეთანხმება უნდა შესრულდეს, რომელსაც ბევრი კომპონენტი აქვს, მათ შორის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული კომპონენტი, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს, რაც შეეხება დარეგისტრირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, ძალიან დიდი ბუნდოვანება არის 40%-თან დაკავშირებით და აქ მე ვფიქრობ, რომ დამატებითი მუშაობა არის ჩასატარებელი. დანარჩენი კუთხით ჩვენ პრობლემებს ვერ ვხედავთ დარეგისტრირებულ ცვლილებებში. პოლიტპატიმრები ეს არის შეთანხმების შემადგენელი ნაწილი და არ უნდა დავუჭირო მხარი თუ ეს შეთანხმება არ შესრულდება. ამ შეთანხმებაზე ყველა მხარე შევთანხმდით და ეს პირობა ყველამ უნდა შეასრულოს. ჩვენ ჩვენს პირობას ვასრულებთ ყველა მხრივ, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ ფარგლებში გადავიდეს პროცესი, თუ ასე არ იქნება საპირისპირო მხარის მიმართ, მაშინ ჩვენ კონკრეტულ ზომებს მივმართავთ და რაც მთავარია ხმის მიცემა ამ კანონპროექტზე ვერ მოხდება. ჩვენ ვაპირებთ ყველა პროცედურაში მონაწილეობა მივიღოთ, რომელიც იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა სახალხო განხილვასთან დაკავშირებით პირდაპირ ვიტყვი, რომ შეიძლება მოგვიწიოს ონლაინ რეჟიმში სახალხო განხილვების ჩატარება, რომ ხალხის ერთად შეკრება თავიდან ავირიდოთ. ონლაინ მექანიზმი არის და ჩვენ მაქსიმალურად, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე ეს პროცედურა უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო