დათო მუჯირის განცხადებით, ფედერაციას  მჭიდრო კომუნიკაცია აქვს  "უეფასთან", რათა კორონავირუსის გამო,  საქართველო-ბელორუსის მატჩი გადაიდოს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის დათო მუჯირის განცხადებით, მათ მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ "უეფასთან", რათა კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, მიმდინარე თვის ბოლოს ჩანიშნული მატჩი, საქართველოსა და ბელორუსიის ნაკრებებს შორის გადაიდოს.

მუჯირის თქმით, მატჩი მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება.

"კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა გავლენა იქონია სპორტზეც, კონკრეტულად ფეხბურთზე. იცით, რომ მიმდინარე თვის ბოლოს საქართველოს ისტორიული მატჩები აქვს. თბილისში 26 მარტს დაგეგმილად უნდა გაიმართოს საქართველოსა და ბელორუსს შორის დაპირისპირება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ქვეყნებს შორის მიმოსვლა გახდა პრობლემატური, სამწუხაროდ, კორონავირუსმა დაღი დაასვა მთლიანად მსოფლიოს და ევროპას. პრობლემატური გახდა საფეხბურთო მატჩების ჩატარება, "უეფა" დღესაც მსჯელობს და ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს მათთან რამდენიმე დღეა უკვე და ვცდილობთ, რომ დავარწმუნოთ ისინი, რათა შეხვედრა გადაიდოს, რადგან ეროვნული ნაკრებების თამაში სპეციფიურია, ჩვენი ფეხბურთელები სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ. ჩვენს ფეხბურთელებს იმისათვის, რომ თბილისში ჩამოვიდნენ ბევრი ქვეყნის გამოცვლა ესაჭიროებათ მგზავრობის კუთხით, მითუმეტეს უკვე არსებობს შეზღუდვები სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის შესახებ. ამიტომ ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება, ჩვენ ვთხოვთ "უეფას", რომ მატჩი ჩატარდეს იმ დროს, როდესაც ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის შეხვედრის ჩატარება იქნება უსაფრთხო",- განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დათო მუჯირმა.

დათო მუჯირის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ასაკობრივი პირველობები და ელიტ მატჩები, რომლებშიც საქართველო მონაწილეობდა გადაიდო, ხოლო პლეიოფთან მიმართებაში, მისივე თქმით, ვიდეოკონფერენციაა ჩანიშნული, რომელიც 17 მარტს გაიმართება.

"რაც შეეხება "უეფას" დღეს უკვე გაუქმებულია ასაკობრივი პირველობები, ელიტრაუნდები, რომლებშიც ვმონაწილეობდით ჩვენ, 19 წლამდე ნაკრები საფრანგეთში უნდა გამგზავრებულიყო და 17 წლამდე ნაკრები ბელგიაში ელიტრაუნდში მონაწილეობის მისაღებად, ეს შეხვედრები გადაიდო. პლეიოფთან მიმართებაში, დაინიშნა ვიდეოკონფერენცია, რომელიც 17 მარტს გაიმართება და ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი პოზიცია დავიცვათ ბოლომდე", - განცხადა დათო მუჯირმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა