ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს აღარ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირი, კორონავირუსის ეპიდსაშიშროებიდან გამომდინარე მიღებული ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ „რაგბი ევროპამ“ , რაგბის ევროპის ჩემპიონატის, ასევე მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირის მინიმუმ 15 აპრილამდე შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„ევროპაში კორონავირუსის (COVID – 19) ეპიდემიის გავრცელების გამო, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია „რაგბი ევროპამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი შეჩერდეს მინიმუმ 15 აპრილამდე.

შესაბამისად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, 14 მარტს აღარ გაიმართება. მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და მას დადგენისთანავე გაცნობებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო