საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით არსებულ ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბოლო (12 მარტის 22:00 საათის) მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 5 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს. „ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:სამეგრელო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - სოფლები ჩქვალერი და მუჟავა. გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი. აჭარა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედა ჯოჭო. იმერეთი: საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭალა; მცხეთა-მთიანეთი: თიანეთის მუნიციპალიტეტი სოფელი სიონი. კახეთი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფლები - ვერონა და რუსიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩალაუბანი.

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - იმერეთი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელი სკინდორი ; მცხეთა მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი - ჭართალი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყუდრო, ჩაბანი და ლიშო; ქვემო ქართლი: თეთრიწყარო. ღია კერები ნარჩუნდება:სამეგრელო - ხობის მუნიციპალიტეტი სოფელი ხიბულა. იწვის ხმელი ბალახი და ტყის ქვედა საფარი ქარსაცავ ზოლში. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. კახეთი - ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფლები: ქორეთი, ინგეთი და ასშნისველები. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ხმელი ბალახი და ეკალბარდი. ადგილებზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს. მცხეთა მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი - ნოჯიკი და ქაისხევი. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი ართულებს. ბოლო 5 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს“,-ნათქვამია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ცალკეულ შემთხვევებში, მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს