ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა

ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 31-ით გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსისგან დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის, 86 ადამიანს შეადგენს.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ესპანეთში კორონავირუსისგან ინფიცირებულთა რიცხვი საერთო ჯამში 3059-ს შეადგენს, მათგან 782 შემთხვევა ბოლო დღე-ღამის მანძილზე დადასტურდა.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 133 191 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 4951 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 68 898 პირი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა