პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორთან  ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდის ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული გეგმა საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად.

უწყების ცნობითვე, სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, იმსჯელეს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის ერთობლივ, კოორდინირებულ ნაბიჯებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკაზე კორონავირუსის გავრცელების ნეგატიური ზემოქმედების შემსუბუქებას.

„უკვე მიღწეულია შეთანხმება, ფისკალური სტიმულირების ღონისძიებების მიმართულებით, ასევე, გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის. შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი, მათ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენებენ, რათა ბიზნესზე შესაძლო ნეგატიური გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს.

საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დააფიქსირა.

ეკონომიკის სტიმულირების შეჯერებული გეგმის კონკრეტული მიმართულებები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“,- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბიზნესომბუდსმენი და საბანკო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს