ნორვეგიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ნორვეგიამ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გარდაცვლილი ხანდაზმული პაციენტია და ის ოსლოში დაიღუპა.

"ეს არის ქვეყნის პირველი კორონავირუსთან დაკავშირებული სიკვდილი",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ნორვეგიაში კორონავირუსის მინიმუმ 489 დადასტურებული შემთხვევაა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა