რუსმა დეპუტატმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია და დუმაში გამოცხადდა, სადაც ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა

რუსეთის დუმის დეპუტატი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან სერგეი კატასონოვი ეჭვობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრთხეში ჩააგდო.

დეპუტატი რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან დაბრუნდა, თვითიზოლაციის პერიოდი არ გაიარა და სამსახურში გამოცხადდა, რა დროსაც დუმაში რუსეთის პრეზიდენტიც იმყოფებოდა.

რუსეთის დუმის სპიკერის გადაწყვეტილებით, კატასონოვს ორი კვირით დუმის შენობაში შესასვლელი საშვი ჩამოერთმევა, რასაც თავადაც ეთანხმება.

მისი თქმით, ვინც დუმაში მას ეკონტაქტებოდნენ - 5-7 ადამიანი, ისინიც თვითიზოლაციას ექვემდებარებიან.

პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი კატასონოვისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევის ინიციატივითაც გამოვიდა.

რუსეთის დუმის სპიკერმა ვოლოდინმა განაცხადა: „დღეს ნავთობი და გაზი არ არის ჩვენი უპირატესობა. როგორც ხედავთ ნავთობიც და გაზიც შეიძლება გაიაფდეს. ჩვენი უპირატესობა - პუტინია და ჩვენ ის უნდა დავიცვათ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა