ნიუ-იორკში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ გააკეთა.
ქალაქში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 95- მდე გაიზარდა.
"ბოლო 24 საათი ძალიან სავალალო იყო,” - აღნიშნა მან პრესკონფერენციაზე.
მერმა მხარი დაუჭირა ნიუ-იორკის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც აკრძალულია შტატში 500-ზე მეტი ადამიანის შეკრება.