რომში კორონავირუსის გამო  კათოლიკური ეკლესიები  დაიხურა

რომში კათოლიკური ეკლესიები დაიკეტა. ინფორმაციას CNN- ავრცელებს.ეკლესიები 3 აპრილამდე იქნება დახურული.

ისტორიკოსი ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომში ყველა ეკლესია დაიხურა.

რომის ეკლესიის ვებგვერდზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, კარდინალმა განაცხადა, რომ აღნიშნული აუცილებელია, რადგან "ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვირუსის ბუნება". შედეგად, მორწმეუნეები გათავისუფლებული იქნებიან საკვირაო ლოცვაზე დასწრების ვალდებულებისგან.

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24-საათში 188-ით გაიზარდა. შესაბამისად, ინფექციის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1015 ადამიანს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში, კორონავირუსის 2 650 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 15 112 ადამიანი.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 4945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 68 891 პაციენტი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა