აშშ-მ ერაყში „ქათაიბ ჰეზბოლას“ პოზიციებზე ავიაიერიშები განახორციელა

აშშ-მ ერაყში გასამხედროებული დაჯგუფება „ქათაიბ ჰეზბოლას“ პოზიციებზე ავიაიერიშები განახორციელა. მედიის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროების სამიზნე დაჯგუფების იარაღის ხუთი საწყობი იყო.

პენტაგონის განცხადებით, ავიაიერიშები თავდაცვის მიზნით განახორციელეს და აღნიშნულ საწყობებში ინახებოდა იარაღი, რომელსაც აშშ -სა და კოალიციის ჯარებზე თავდასახმისთვის იყენებდნენ.

„ეს თავდსხმები თავდაცვითი და პროპორციული იყო, ასევე ეს იყო პირდაპირი პასუხი იმ საფრთხეზე, რასაც ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური გასამხედროებული დაჯგუფებები ქმნიან, რომლებიც თავს ესხმიან ბაზებს, სადაც კოალიციური ძალებია განლაგებული. აშშ და კოალიცია ერთგული რჩება „ისლამისტური სახელმწიფოს“ დამარცხებისა და ერაყის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის მიმართ,“ - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ერაყში ერთ-ერთ ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად კოალიციური ჯარების სამი სამხედრო დაიღუპა. მომხადრზე პასუხისმგებლობას „ქათაიბ ჰეზბოლას“ აკისრებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა