ევროპის საბჭოს დელეგაცია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შემდგარ შეთანხმებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოზიტიურად აფასებს

ევროპის საბჭოს დელეგაცია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შემდგარ შეთანხმებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოზიტიურად აფასებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებელს საქართველოს საკითხებზე - ტიტუს კორლატეანს, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრსა და სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, აგრეთვე, ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ და წინასაარჩევნო პროცესებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს დელეგაციის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი შეთანხმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს