მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე - პური უნდა იყოს შეფუთული - მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. თონეებში, ერთი და იგივე ადამიანი არ ახდენდეს ფულთან კონტაქტს და პურის რეალიზაციას

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის განცხადებით, ვინაიდან ფულთან შეხების დროს ვირუსი გავრცელების მაღალი რისკი არსებობს, მნიშვნელოვანია, პატარა საცხობებში, თონეებში ერთი და იგივე ადამიანი არ ახდენდეს ფულთან კონტაქტს და პურის რეალიზაციას. როგორც მადონა კოიძემ „ინტერპრესნიუსს“განუცხადა, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტი პურია, დაბინძურების თავიდან ასარიდებლად საჭიროა ამ პროდუქტის რეალიზაცია ქსელურ მარკეტებში შეფუთული სახით ხდებოდეს.

„საერთოდ ვეწინააღმდეგები შეფუთვის გარეშე პურის რეალიზაციას, ეს არასწორია რადგან დაბინძურების ძალიან დიდი რისკი არსებობს დისტრიბუციის, დასაწყობების პროცესში და ასევე დახლზე, როდესაც მსხვილ ქსელურ მარკეტებში ადამიანებს აქვთ პურთან ხელით შეხების შესაძლებლობა. პური უნდა იყოს შეფუთული. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, აქ პროფესიული რეკომენდაციის მიცემა გამიჭირდება, თუმცა მე როგორც დიასახლისი, ნებისმიერ შეფუთულ პროდუქტს, როდესაც ვყიდულობ სახლში მიტანის შემდეგ სველი წესით ვასუფთავებ შენახვამდე, ეს გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მაცივარში სხვის მიერ ხელშეხებული პროდუქტი მოხვდეს. ამასთან, ვინაიდან ფულთან შეხების დროს ძალიან დიდი რისკი არსებობს, რომ ვირუსი გავრცელდეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა საცხობებში, ე.წ. თონეებში, ერთი და იგივე ადამიანი არ ახდენდეს ფულთან კონტაქტს და პურის რეალიზაციას. ყველა მოქალაქის ვალია, თუ მსგავს შემთხვევას აღმოაჩენს აუცილებლად მისცეს შენიშვნა, დარეკოს სურსათის უვნებლობის ცხელ ხაზზე და ეს ფაქტი უნდა აღმოიფხვრას“,-აღნიშნავს მადონა კოიძე.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, თბილისსა და ბათუმში თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არაერთმა კვების ობიექტმა, რესტორანმა დროებით შეაჩერა მუშაობა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის