ჯანდაცვის სამინისტრო გადაუდებელი დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოების დაგვიანებით ჩატარების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს

ჯანდაცვის სამინისტრო „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოების დაგვიანებულ განხორციელებასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათვამი, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ცენტრისა და მისი პერსონალის უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოადგენს.

„მოგეხსენებათ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისსა და პაციენტთა კლინიკებს შორის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. აღნიშნული სამსახური ასევე აქტიურად მონაწილეობს კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, მგზავრთა შემოწმების პროცესსა თუ პაციენტთა სამედიცინო მომსახურებაში. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ცენტრისა და მისი პერსონალის უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოადგენს.

"მთავარი არხის" მიერ გავრცელდა ინფრომაცია, რომ ცენტრმა სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ და მხოლოდ 11 მარტს დაიწყო. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, 2013 წლიდან დღემდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარობს. რაც შეეხება კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დამატებით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, ცენტრმა უზრუნველყო მათი დროული მობილიზება და ყველა ადმინისტრაციული შენობისა თუ სასწრაფო დახმარების მანქანის სპეციალური ხსნარებით დამუშავება. დამატებითი სადეზინფექციო ღონისძიებები ხორციელდება 5 მარტიდან, კანონით განსაზღვრული მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის გზით. აღნიშნულთან დაკავშირებით, დოკუმენტაცია არის საჯარო და მისი მოძიება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის ზონაში 24 საათის განმავლობაში მოქალაქეთა ჯანმრთელობას იცავს. სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას”, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს