გრიგოლ გეგელია - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ჯეროვნად ვერ ასრულებს მოქალაქეებისა და თანამეგობრობის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის გრიგოლ გეგელიას შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ჯეროვნად ვერ ასრულებს თავისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრ სოციალურ ვალდებულებებს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამჟამად საქართველოში გარანტირებული არ არის არც პოლიტიკური თავისუფლება და არც სოციალური პროგრესი.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებს არა მხოლოდ სამართლებრივ და პოლიტიკურ, არამედ სოციალურ საკითხებზეც. საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ბრწყინვალედ ესმით, რომ თანამედროვე სახელმწიფოს ძლიერება განუყოფელად ემყარება მოქალაქეთა სოციალურ კეთილდღეობას. სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში ნათლად ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ჯეროვნად ვერ ასრულებს თავისი მოქალაქეების და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრ სოციალურ ვალდებულებებს. ანგარიში გვახსენებს, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო არ არის მომართული მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მინიმალური ხელფასი ჩამოუვარდება საარსებო მინიმუმს, დამსაქმებლები კვლავ ლახავენ დასაქმებულთა უფლებებს, ქვეყანაში არ არსებობს მექანიზმები, რომელიც დასაქმებულს სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისგან დაიცავდა. სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა გვახსენებს იმასაც, რომ დღეს საქართველოში არ შენდება სახელმწიფო ყველასთვის - ინკუზიური და განვითარებაზე მომართული სახელმწიფო. დღეს არასრულწლოვანი ბავშვები შრომის პროცესში არიან ჩართული, რომელიც მათი ადეკვატური განვითარებისთვის საფრთხის შემცველია. დღეს საქართველოში გარანტირებული არ არის არც პოლიტიკური თავისუფლება და არც სოციალური პროგრესი. ჩვენ არ გაგვაჩნია არც პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი მართლმსაჯულება თუ სამართალდამცავი სისტემები, არც ეკონომიკური და სოციალური პროგრესის უზრუნველსაყოფად აუცილებელი მექანიზმები. მოხარული ვართ, რომ ყველა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე „ლელოს“ უკვე დაფიქსირებული აქვს თავისი ნათელი სამოქმედო კურსი. ჩვენი ხედვა გულისხმობს სახელმწიფოს, რომელიც ყველა მოქალაქეს ანიჭებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობის საშუალებას“,-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ცალკე თავი ეთმობა ადამიანის უფლებებს მდგომარეობას საქართველოში. ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მართლმსაჯულების სისტემასა და "პოლიტიკურად მოტივირებულ" საქმეებს. მათ შორის მოხვდა პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერების, ,,თიბისი ბანკის’’ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე. ანგარიშში მოხსენიებულია „თიბისი“ ბანკის თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სასამართლო პროცესი, რომლებსაც ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს პროკურორებმა 2008 წლის ტრანზაქციასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება 20 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენების წინააღმდეგ სასამართლო „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა