გიორგი ვაშაძე - სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმის შექმნის მიზანი არის სანდო სასამართლო სისტემა, რომელიც სამ მნიშვნელოვან გარანტიას შექმნის

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმის შექმნის მიზანი არის სანდო სასამართლო სისტემა, რომელიც სამ მნიშვნელოვან გარანტიას შექმნის.

როგორც გიორგი ვაშაძემ უზენაეს სასამართლოსთან, ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს არის ისტორიული დღე, რადგან პირველად საქართველოში ამდენად ფართო პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე.

„დღეს მართლაც არის ისტორიული დღე იმიტომ, რომ პირველად საქართველოში მოხდა, რომ ამხელა პოლიტიკური სპექტრი თანხმდება მართლმსაჯულების რეფორმაზე. მიზანი არის სანდო სასამართლო სისტემა, რომელიც სამ მნიშვნელოვან გარანტიას მოგვცემს ქვეყანაში. პირველი, საქართველოს თითოეული მოქალაქე იქნება დაცული ამ ქვეყანაში და მას ვერავინ დაჩაგრავს. მეორე, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებები და პოლიტიკური დევნა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ქვეყანაში და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორებს, ქართულ ბიზნესს ექნება გარანტია, რომ მათ შეუძლიათ შექმნან სამუშაო ადგილი, ჩადონ ინვესტიცია ქვეყანაში და მათ ვერავინ შეეხება,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს