გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ პატარა ტბის დასახლებაში, ზაქარია მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები განხორციელდა და დაახლოებით, 4 422 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკები.

სამუშაოებისთვის,რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ასრულებს, 281 591 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე წელს გამგეობის მიერ სხვადასხვა ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს,მათ შორის უკვე დასრულდა ანდრონიკაშვილის II შესახვევის, ლიბანის ქუჩიდან 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე მისასვლელი გზის, ღვალაძის ქუჩის მონაკვეთის, სოფელ გლდანში 26 მაისის IX ჩიხის ასფალტის საფარის მოწყობა. მუხიანის I მიკრორაიონის N13 და ლიბანის N29-31, ა მიკროს N48-50 კორპუსების მიმდებარედ კი ეზოს მოწესრიგება დასრულდა. გარდა ამისა, ამ ეტაპზე კორპუსების შიდა ეზოს მოწესრიგება 5 მისამართზე მიმდინარეობს. უმოკლეს დროში კი, დასრულდება ხერგიანის და ჭელიძის ქუჩებზე გზის საფარის მოწყობაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო